კალანდარიშვილის სახლთან აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - აქტივისტები "ოცნების" პროვოკაციაზე საუბრობენ
დაპირისპირებაა ამ წუთებში, თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე - რამდენიმე წუთის წინ, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით გადაადგილდებიან, უცნობი პირები თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აქტივისტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მოგზავნილები არიან. მათი თქმით, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები სავარაუდოდ ცესკოს თავმჯდომარის მეზობლები არიან.
პოლიციელებს თავდამსხმელები არ დაუკავებიათ, ისინი იქვე მდებარე კორპუსის სადარბაზოში შევიდნენ.
აქციის მონაწილეებს პოლიცია საშუალებას არ აძლევს, გასაპროტესტებლად კალანდარიშვილის სახლისკენ წავიდნენ.
ადგილზე იმყოფება პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მენანიშვილი.
ტროტუარზე მოვდიოდი. ვიღაც თავს დაესხა ჯერ იმ ბატონს, თავში რაღაც ჩაარტყა და მე რომ ვცადე, რომ შუაში ჩავმდგარიყავი, ვიღაცამ ზურგში ჩამარტყეს. პოლიცია უბრალოდ დგას. ესენი იცავენ ჩვენს წესრიგს? ესენი იცავენ კალანდარიშვილს“. -თქვა სანდრო ქინქლაძემ.