არჩევნების გაყალბების ახალი ფაქტები - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, ცესკო შეფმა გიორგი კალანდარიშვილმა საუბნო სარჩევნო კომისიებში, არჩევნები არა ნეიტრალურ პირებს, არამედ პარტია "ქართული ოცნებისთვის" ხმებზე მონადირე ხალხს ჩააბარა.
ასე მაგალითად: ირმა სუბელიანი, საგურამოს საარჩევნო უბანზე, საოლქო კომისიის მიერ დანიშნული წევრი იყო. ის "ქართულ ოცნებას" არ წარმოადგენდა, ის თანამდებობაზე დანიშნა საოლქო კომისიამ როგორც ნეიტრალური პირი. მოპოვებული დოკუმენტი კი ადასტურებს, რომ სუბელიანი არა თუ ნეიტრალური პირი, არამედ პარტია ქართული ოცნების შექმნილი ხმებზე მონადირეთა რაზმის ერთ ერთი წევრი იყო.
მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ სუბელიანი პირდაპირ უბანზე მისულ ამომრჩევლებს ქართლი ოცნების ქოლ ცენტირდან გადაგზავნილ სიაში აღრიცხავდა და პარტიას უპატაკებდა, ვინ გააფერადა უკვე 41.
ირმა სუბელიანი, თავადაც საჯარო მოხელეა, ის დიდი და პატარა ლიახვის ხეობის გამგეობის საბავშვო ბაღები გაერთიანებების ხელმძღვანელია. მას ქართული ოცნების მხარდამჭერებად რეგისტრირებული ჰყავდა ისეთი ხალხი, ვინც საქართველოში არ იმყოფებოდა.
"შაბათის ეთერს" ხელში ჩაგვივარდა, შიდა მოხმარების დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ საარჩევნო მოხელის კონკურსში მონაწილე პირებს, სუსის რეკომენდაციით ნიშნავდნენ და ვიდრე თანამდებობაზე მათი განწესება გადაწყდებოდა, სუსი თანხმობა უნდა მიეღო.