უჩინარი ხალხი არჩევნებზე - როგორ დაიწერა გამარჯვაბა "ოცნებამ"
უჩინარი ხალხი არჩევნებზე - მარნეულსა და ყვარელში სოფლები, სადაც ხმის მისაცემად ამომრჩეველთა თითქმის 100% მივიდა დაცლილია.
"შაბათს ეთერმა" შემოიარა სოფლები და გადაიღო სახლები, რომელიც ხალხმა წლების წინ დატოვა, ვინც დარჩა ამბობს, რომ არჩევნებზე საერთოდ არ მისულა. ამ ფონზე კი ცესკო ამტკიცებს, რომ დაცლილ სოფლებში 26 ოქტომბერს რეკორდულად დიდი რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა და "ქართულმა ოცნებამ" 94%-ზე მეტი აიღო.
ვინც სოფელში დარჩა, "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მათ ხმის სანაცვლოდ ფული პირდაპირ საარჩევნო უბნის მიმდებარედ მისცეს.