ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ე.წ. ოპოზიციისგან სამთავრობო შენობების გათავისუფლებას ითხოვს
მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ე.წ ოპოზიციის მხრიდან დაკავებული შენობების გათავისუფლებას ითხოვს, სანაცვლოდ კი თანახმაა, გადადგეს და ახალი არჩევნები ჩაატაროს. განცხადება ბჟანიამ ე.წ უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გააკეთა.
სიტუაცია დასტაბილურდება, ყველაფერს დავუბრუნებთ სამართლებრივ მიმართულებას. მიუხედავად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა, მე და თქვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ გადავდივართ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გაძლიერებულ რეჟიმზე. მთელ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება აკონტროლებს გარდა წართმეული სამთავრობო შენობისა, - განაცხადა ბჟანიამ.
შეგახსენებთ: სოხუმში მომიტინგეებმა, რომლებიც რუსულ-აფხაზურ "საინვესტიციო შეთანხმებას" აპროტესტებდნენ, ე.წ. სამთავრობო კომპლექსის შენობის გარეთ ჭიშკარი ჩამოიღეს, რის შემდეგაც დე ფაქტო პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს.