პრემიერი ისევ თავებს ითვლის
ირაკლი კობახიძე ისევ თავებს ითვლის. პრემიერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას აქციებზე ხალხის მობილიზება უჭირს. კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ხელისუფლების ოპონენტებს და მათ გაცხადებულ გეგმებს მხარს არ უჭერენ.
ეს ყოველ ჯერზე ასე ხდება. რეგიონებიდან ჩამოჰყავთ (ხალხი), ამისთვის ფულიც იხარჯება, თუმცა ხედავთ, რომ ხალხის მობილიზება მათ არ შეუძლიათ გამომდინარე იქიდან, რომ ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს. ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება და ეს არის ის, რაც მოხდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამბობს პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი კიდევ ერთხელ გახდება. "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა!" - ამ შინაარსის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.
აქცია სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" ორგანიზებულია.