ირაკლი ზარქუა ბათუმში რუსულნომრიანი ავტომობილით გადაადგილდება - კადრები ბსუ-ს სტუდენტებმა გადაიღეს

17.11.24 16:22
ირაკლი ზარქუა ბათუმში რუსულნომრიანი ავტომობილით გადაადგილდება - კადრები ბსუ-ს სტუდენტებმა გადაიღეს

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ბათუმში რუსულ ნომრიანი ავტომობილით გადაადგილდება. ამის დამადასტურებელი კადრები სტუდენტებმა გადაიღეს. ზარქუა თეთრი მერსედესით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიახლოვეს გამოჩნდა. ჯერ დაუდგენელია, ვინ არის რუსეთის ის მოქალაქე, ვისთან ერთადაც "ქართული ოცნების" წევრი ბათუმში დროს ატარებს. სტუდენტები "პირველებს" უყვებიან, რომმ ირაკლი ზარქუასთან  გაყალბებულ არჩევნებზე სურდათ საუბარი, მაგრამ პოლიტიკოსმა ახალგარზდებთან შეხვედრა არ ისურვა. 

შევნიშნეთ, რომ იყო მოსული ბატონი ირაკლი ზარქუა, მივცვივდით ფანჯრებთან და ვცადეთ ამ კადრების დაფიქსირება. რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა თქვან, რომ ეს ყველაფერი იყო შემთხვევით და არ უკავშირდებოდა ამ ამბებს, მაინც არის დაცინვა ჩვენს მიმართ, იმიტომ, რომ ქვეყანაში ეს მდგომარეობაა, ისიც ყველამ, რომ ბსუ-ში არიან სტუდენტები, ვინს საპროტესტო პროცესში არიან და მოდის ირაკლი ზარქუა და რუსული ნომრებთ გვიყენებს მანქანას უნივერსიტეტის შესასვლელთან, - ამბობს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა.