სამადაშვილი: ოთხმა გამარჯვებულმა პარტიამ EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი ვრცელი წერილით მივმართეთ

17.11.24 18:12
სამადაშვილი: ოთხმა გამარჯვებულმა პარტიამ EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი ვრცელი წერილით მივმართეთ

4-მა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვრცელი წერილით მიმართა. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მათ პარტნიორებს დემოკრატიის გადასარჩეად ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერა სთხოვეს. 

ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ საქართველოზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბევრ რამეს განსაზღვრავს სამომავლოდ. ოთხმა გამარჯვებულმა პარტიამ ერთობლივი, ოფიციალური და ვრცელი წერილით მივმართეთ მათ. მოვუწოდეთ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, ხალხმაც იგივე გზავნილი გააგონოს ევროპას რუსთაველიდან დღეს საღამოს! ბევრნი უნდა ვიყოთ!, - წერს სამადაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი კიდევ ერთხელ გახდება. "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა!" - ამ შინაარსის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.

აქცია სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" ორგანიზებულია.