პარლამენტი იქნება არალეგიტიმური - მამუკა ხაზარაძე

17.11.24 19:12
პარლამენტი იქნება არალეგიტიმური - მამუკა ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი პრემიერის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არ იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიცია ხმების ქურდ "ოცნებასთან" ერთად პარლამენტში არ შევა და პირველ სხდომას არც პრეზიდენტი მოიწვევს. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქართველი ხალხი მოპარულ ხმებს არ დაიბრუნებს. 

ესენი არიან ჩვენი ქვეყნის ხმების ქურდები, ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე, ამიტომ ვეუბნები, რომ ეს პარლამენტი იქნება არალეგიტიმური. პრეზიდენტი არ მოიწვევს, არც პოლიტიკური პარტიები შევლენ. ეს ის პრემიერი არ არის, ოპოზიციას დაჭერით და განადგურებით რომ ემუქრებოდა? ახლა პარლამენტში შემოსვლას გვთხოვს, დაახლოებით ასეთი რაღაცაა. სამარცხვინო მთავრობა გვყავს და პრემიერი. ეს ბრძოლა არ დასრულდება, მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს სიმართლეს და ეს სიმართლე არის ერთი: ჩვენ უნდა დავიბრუნოთ წართმეული ხმები და ეს ქვეყანა დავაყენოთ ევროპის, დემოკრატიის და განვითარები გზაზე, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან პროდასავლური ოპოზიცია და მათი მხარდაჭერები რუსთაველის გამზირისკენ უკვე დაიძრნენ. დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ მარშით მიემართებიან სტუდენტებიც. პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელი საპროტესტო აქცია ორგანიზაცია "ჩემი ხმის" მიერ არის დაანონსებული. ადგილობრივი დამკვირვებლები მოქალაქეებს იმ დარღევევების შესახებ მოუყვებიან, რომელიც საარჩევნო უბნებზე საკუთარი თვალით ნახეს. მათი თქმით, აქვთ დარღვევების ვიდეომტკიცებულებებიც.