რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

17.11.24 19:24
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი ცოტა ხნის წინ გადაიკეტა. მსვლელობის მონაწილეების ნაწილი საპროტესტოს აქციას უკვე შეუერთდნენ. პარლამენტთან შეკრებილები ახლა დამკვირვლებლების სიტყვით გამოსვლებს ელოდებან. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციაა დანონსებული. აქციის ორგანიზატორი "ჩემი ხმაა". ადგილობრივი დამკვირვებლები მოქალაქეებს იმ დარღევევების შესახებ მოუყვებიან, რომელიც საარჩევნო უბნებზე საკუთარი თვალით ნახეს. მათი თქმით, აქვთ დარღვევების ვიდეომტკიცებულებებიც.

პროდასავლური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თანხმდებიან, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ივანიშვილის ხელისუფლებამ მოიპარა და ამიტომ, ბრძოლის გარდა სხვა გზა აღარ დარჩათ.