24 საათიანი პროტესტი დაანონსებულია
24 საათიანი პროტესტი დაანონსებულია. ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერმა მოქალაქეებს მოუწოდა, წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთონ.
წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, არ ვაპირებთ „ოცნების“ დღის წესრიგით სიარულს. ასევე არ ვაპირებთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა, ამიტომ ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, გაცნობებთ, რომ აქ ვჩერდებით, თსუ-თან დღეს გავათევთ ღამეს, 24 საათი ვიქნებით აქ, დაგაწევთ გეგმას და ვიდგებით აქ სანამ არ იქნება ახალი სამართლიანი არჩევნები!. ყველაფერი უზრუნველყოფილია, ჩვენ ახლა აქ ყველაფერს მოვაწყობთ. ეს არ არის ქაოტური პროცესი, ეს არის ადგეგმილი პროცესი, - განაცხადა ელენ ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ხალხი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს. არაღიარებული პარლამენტიის შენობასთან მიტანილია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ქუჩაში დგანან ცოცხალი მოწმეები, ვინც ხმების მიტაცება საკუთარი თვალით ნახა. „მე ვნახე გაყალბება“ - ეს სიტყვები აწერია პლაკატებს, რომელიც მოქალაქეებს ხელში უჭირავთ. აქციის მონაწილეები ივანიშვილის ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნას სთხოვენ.