ვიწყებთ დემოკატიულ ტალღას, რომელმაც უნდა წალეკოს რეჟიმი - ნიკა მელია

17.11.24 20:34
 ვიწყებთ დემოკატიულ ტალღას, რომელმაც უნდა წალეკოს რეჟიმი - ნიკა მელია

 ვიწყებთ დემოკატიულ ტალღას, რომელმაც უნდა წალეკოს რეჟიმი, - ამ სიტყვებით მიმართა "ცვლილებისთის" ლიდერმა ნიკა მელიამ მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნების" ხელისუფლება უნდა "არყინ იქამდე, ვიდრე არ ჩამოიშლება". 

ვიწყებთ დემოკატიულ ტალღას, რომელმაც უნდა წალეკოს რეჟიმი. უნდა ვარყიოთ სანამ არ ჩამონგრევა. ნაწილობრივი წარმატებები უკვე მიღწეულია. მიღწეულია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან მათ არ აქვთ აღიარება ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მათ შორის თქვენი და სხვების დამსახურებაა, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ხალხი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს. არაღიარებული პარლამენტიის შენობასთან მიტანილია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ქუჩაში დგანან ცოცხალი მოწმეები, ვინც ხმების მიტაცება საკუთარი თვალით ნახა. „მე ვნახე გაყალბება“  - ეს სიტყვები აწერია პლაკატებს, რომელიც  მოქალაქეებს ხელში უჭირავთ. აქციის მონაწილეები ივანიშვილის ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნას სთხოვენ.  

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა პარლამენტთან უწყვეტი აქცია უკვე დააანონსეს. ჭავჭავაძე, რუსთაველი, ვარაზიხევი - ეს ის სამი ლოკაციაა, რომელიც ჩაკეტილი იქნება.