„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია - ქალაქში კარვები იშლება
ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირები, ვარაზისხევი - ეს ის სამი ლოკაციაა, რომელსაც მოქალაქეები გადაკეტავენ. ოპოზიციამ უწყვეტი, 24 საათიანი პროტესტი უკვე დააანონსა. აღნიშნულ ლოკაციებზე გაშლიან კარვებსაც.
თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა უკვე დაიწყეს.
ელენე ხოშტარიას თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია და ის იქნება მშვიდობიანი და მიზანმიმართული გზა.
„24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ აქ ყველაფერს მოვაწყობთ. ეს არის დაგეგმილი პროცესი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ხალხი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს.