ეს არის წინააღმდეგობის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება - ნანა მალაშხია

17.11.24 20:47
ეს არის წინააღმდეგობის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება - ნანა მალაშხია

ოპოზიციონერი ლიდერები ღამეს ქუჩაში, მოქალაქეებთან ერთად გაათევენ. ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა ნანა მალაშხიამ განაცხადა. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ ახლა გამოსავალი სწორედ ქუჩაა. 

ეს არის წინააღმდეგიბის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, - ამბობს მალაშხია. 

24 საათიანია, ამ შემთხვევაში, ეს პროტესტი, მაგრამ ეს არის წინააღმდეგობის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენ ვაპირებთ ლიდერებთან და ხალხთან ერთად აქ დარჩენას. ქუჩა არის გამოსავალი, - ამბობს ნანა მალაშხია. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა პარლამენტთან უწყვეტი აქცია უკვე დააანონსეს. ჭავჭავაძე, რუსთაველი, ვარაზიხევი - ეს ის სამი ლოკაციაა, რომელიც ჩაკეტილი იქნება.