აქციის მონაწილეები პარლამენტიდან თსუ-კენ დაიძრნენ
აქციის მონაწილეები პარლამენტიდან თსუ-კენ დაიძრნენ. ისინი სტუდენტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ღამეს მათთან ერთად გაათევენ. ისინი ჭავჭავაძის გამზირისკენ საყვირებით და საპროტესტო შეძახილებით მიემართებიან.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა უწყვეტი აქცია უკვე დააანონსეს. ჭავჭავაძე, რუსთაველი, ვარაზიხევი - ეს ის სამი ლოკაციაა, რომელიც გადაიკეტება.