რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გამოვა, მით მალე დაინახავს ივანიშვილის ბანდა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია - ლაშა ბუღაძე
რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გამოვა, მით მალე დაინახავს ივანიშვილის ბანდა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, - ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, მოძრაობის მთავარი ფლაგმანი ახლა სწორედ ახალგაზრდები არიან, რადგან მომავალი სწორედ მათია.
საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ეს იყო პრობლემა, ხალხი აკლდებათ. ახლა ბევრნი ვართ და კიდევ უფრო მეტნი ვიყოთ იმისთვის, რომ მალე მივაღწიოთ მიზანს. ახალგაზრდები არიან მთავარი ფლაგმანები ამ მოძრაობის, იმიტომ, რომ მომავალი მათია. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ბათუმის უნივერსიტეტს, იქიდან დაიწყეს სტუდენტებმა. დღესაც ჰქონდათ საპროტესტო აქცია, ღამე გაათენეს, ასევე ილიაუნში, ასევე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩვენ ვნახეთ, რომ ამ დანიშნულმა რექტორმა თსუ-სი პოლიცია დააყენა და სტუდენტებს არ უშვებდა. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გამოვა, მით უფრო მალე დაინახავს მსოფლიო და „ქართული ოცნება“, ეს ბანდა ივანიშვილის, რომ მათი გაყალბებული არჩევნები არალეგიტიმურია, - ამბობს ლაშა ბუღაძე.
აქციის მონაწილეები პარლამენტიდან თსუ-კენ დაიძრნენ. ისინი სტუდენტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ღამეს მათთან ერთად გაათევენ. ისინი ჭავჭავაძის გამზირისკენ საყვირებით და საპროტესტო შეძახილებით მიემართებიან.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა უწყვეტი აქცია უკვე დააანონსეს. ჭავჭავაძე, რუსთაველი, ვარაზისხევი - ეს ის სამი ლოკაციაა, რომელიც გადაიკეტება.