თბილისში კარვები გაშალეს - კობახიძემ მთავრობის სხდომა ჩანიშნა

17.11.24 21:45
თბილისში კარვები გაშალეს - კობახიძემ მთავრობის სხდომა ჩანიშნა

ხვალ, ორშაბათს, 11:00 საათზე მთავრობის სხდომაა ჩანიშბული - პრემიერ ირაკლი კობახიძეს სხდომის ჩატარება მოქალაქეთა პროტესტის ფონზე მოუწევს. 

დედაქალაქი პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა - თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქცია უკვე დაიწყო, გაიშალა კარვები. 

ოპოზიციის ინფორმაციით, შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა.

დემონტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.