ექსკლუზიური კადრები - ხარება პარლამენტთან გამოჩნდა

17.11.24 22:26
ექსკლუზიური კადრები - ხარება პარლამენტთან გამოჩნდა

 

 

განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე გამოჩნდა. 

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი "პირველების" კამერამ დააფიქსირა. 

"ხარებამ" მარიამ გაფრინდაშვილის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა ფაქტია, რომ ის საკანონმდებლო ორგანოსთანაა ბაზირებული. 

"პირველების" ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს სიახლოვეს, სპეციალურ ბაზაზე სპეციალურ ავტობუსში განთავსებულები არიან სპეცრაზმელები. 

ადგილზე აშშ-ის მიერ სანქცირებულ "ხარებასთან" ერთად, იმყოფებიან მისი მოადგილეებიც.