პროტესტი თბილისის ცენტრში - თსუ-ში ლექციები უქმდება

17.11.24 22:48
პროტესტი თბილისის ცენტრში - თსუ-ში ლექციები  უქმდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 1 დღით აუქმებს - TVPIRVELI.GE-სთვის ცნობილი ხდება, რომ შესაბამისი წერილი თსუ-დან ლექტორებს უკვე მიუვიდათ. 

ამასთან, სტუდენტებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ 18 ნოემბერს დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდა: 

"ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით", - ნათქვამია წერილში. 

ოპოზიციამ ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალა - ტერიტორია სრულად გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილები ადგილზე 24 საათი დარჩებიან.