თავისუფლება ავიღოთ ხელში - სტუდენტებმა თსუ-სთან ბანერი გაშალეს

17.11.24 23:12
თავისუფლება ავიღოთ ხელში - სტუდენტებმა თსუ-სთან ბანერი გაშალეს

 

 

თავისუფლება ავიღოთ ხელში - ამ შინაარსის ბანერი დაკიდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი თსუ-სთან ღამეს ათევს და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვები რამდენიმე საათის წინ გაიშალა. 

მას შემდეგ, რაც მოქალაქეებთან თსუ-სთან 24-საათიანი აქცია დააანონსა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა.

ამ დროსითვის მოძრაობა შეზღუდულია ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევზე, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე. 

ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თსუ-ს კორპუსებში სასწავლო პროცესი შეჩერდება.