მედია: ბაიდენმა უკრაინას აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა
The New York Times - ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. გამოცემა ოფიციალურ პირებს ეყრდნობა.
The New York Times-ის ცნობით, გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით.
ამასთან, კიდევ ერთი გავლენიანი გამოცამა როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.