დავით ქაცარავა: პროტესტი უნდა გაიშალოს

18.11.24 00:56
დავით ქაცარავა: პროტესტი უნდა გაიშალოს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ პროტესტი უნდა გაიშალოს და მთელ ქვეყანას მოედოს. 

ქაცარავა ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფება, სადაც 24 საათიანი უწყვეტი აქცია დაიწყო. 

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ დიდი ხანია საზოგადოება უწყვეტ პროტესტს ელოდება.

დიდი ხანია, ველოდით, ისეთი ტიპის აქციას, როლიც არ დაიშლებოდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შეკრება, ეს აქცია კიდევ უფრო მასშტაბური, უწყვეტი გახდეს. პროტესტი აუცილებლად უნდა გაიშალოს, მხოლოდ ერთ ლოკაციაზე არ უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ძალიან ბევრისთვის მაგალითი იქნება, მათთვის ვინც ზუსტად ასეთი ტიპის პროტესტს ელოდა. ჩვენ ყველანი მზად ვართ, ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ უკან დახევის უფლება არ გვაქვს - უკან დასახევი გზები ჩახერგილია - უფლება არ გვაქვს დამარცხების, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ სამშობლოს დავკარგავთ და აქ თავს რუსეთი დაიმკვიდრებს"- თქვა მან.