დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - მოქალაქეები ღამეს სამშობლოს უთევენ

18.11.24 01:07
დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - მოქალაქეები ღამეს სამშობლოს უთევენ

დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - ჭავჭავაძის გამზირი 5 საათზე მეტია გადაკეტილია. საქართველოს მოქალაქეები ხმების წართმევას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დემონსტრანტები ადგილზე 24 საათის განმავლობაში დარჩებიან - ადგილზე დამატებითი კარვები უკვე მიიტანეს, არიგებენ ცხელ ჩაის/ყავას, საკვებს და თბილ პლედებს.

 

აქ დილიდან დაიწყება რუსული დეზინფორმაციების მანქანის მობილიზება, რომ ვიღაც წავიდა, ხალხი არ არის, და ა.შ. ყველა აქ ვართ, არსად მივდივართ", - თქვა ოპოზიციონერმა ხატია დეკანოიძემ რამდენიმე წუთის წინ.

"ჩვენ ამ ღამეს ვუთენებთ სამშობლოს"- მიმართა მოსახლეობას ნიკა გვარამიამაც და თქვა, რომ ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. 

"როცა ტირანია იქცევა კანონად, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება!!! გამოდით, დავიბრუნოთ სამშობლო!!!" - წერს  ის სოციალურ ქსელში.

პარალელურად, ადგილზე ახალგაზრდები ცეკვავავენ, გაუშვეს ფრანები. 

 

დედაქალაქი პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა - თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქცია უკვე დაიწყო, გაიშალა კარვები. 

ოპოზიციის ინფორმაციით, შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა.

დემონტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.