დავით ჯანდიერი: მინდა მივმართო პოლიციელებს
ამ ბრძოლას სჭირდება ყოველდღიურობა და სჭირდება თანმიმდევრულობა - ამის შესახებ იურისტმა დავით ჯანდიერმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩაში აპროტესტებს, ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავს.
ჯანდიერის თქმით, თაობების ბრძოლა ქვეყნის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
მისვე განცხადებით, "როგორც ოპოზიციას სჭირდება მხარდაჭერა, ისე ხალხს სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა".
ბრძოლას სჭირდება ყოველდღიურობა, სხვადასხვა კერები, თუ კი ბევრნი ვიქნებით, ვიქნებით თანმიმდევრულები, აუცილებლად მივაღწევთ იმ საწადელს რასაც ჰქვია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ევროპული მომავლისთვის საჭიროა, არჩევნებზე უფლება მოვიპოვოთ.
ამასთან, მე მინდა მივმართო პოლიციელებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული, რომლებისთვის ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა ამ პროფესიაში შედიოდნენ, რომლებმაც მიზნად დაისახეს უბრალოდ დაეცვათ მოქალაქეების უფლებები.
ადამაინები დღეს იბრძვიან იმისათვის რაც არის ამ ქვეყნის კონსტიტუციის ფუნდამენტი - ეს არის დემოკრატია, ეს არის ის რომ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს. შეძლონ ის, რომ აირჩიონ ის ხელისუფალი რომელიც ამ ქვეყანას გაუძღვება. დღეს სამწუხაროდ, დაგვერღვა კონსტიტუციური პრინციპები დაგვერღვა"- განაცხადა იურისტმა.