89 წლის ქართველი მეცნიერი, იულონ გაგოშიძე ახალგაზრდების გვერდით დგას
89 წლის ქართველი მეცნიერი, იულონ გაგოშიძე ახალგაზრდების გვერდით დგას და ღამეს ჭავჭავაძეზე ათევს.
იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ახალგაზრდები "გარეკავენ".
"დადგა ამ ახალგაზრდების დრო, ახალი თაობა დაიბადა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გაჩნდა. ესენი მონობას შეჩვეულები არ არიან"- თქვა მეცნიერმა.
დედაქალაქი პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა - თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქცია მიმდინარეობს, გაიშალა კარვები.
ოპოზიციის ინფორმაციით, შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა.
დემონტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.