მამუკა ხაზარაძე "სახალხო პარლამენტის" ფორმირების იდეით გამოდის

18.11.24 02:35
მამუკა ხაზარაძე "სახალხო პარლამენტის" ფორმირების იდეით გამოდის

კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სახალხო პარლამენტის იდეით გამოდის. მისი თქმით, ამ პარლამენტის საპატიო თავმჯდომარე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს. 

მისივე თქმით,  “სახალხო პარლამენტის” დელეგაცია მთავარი მომლაპარაკებელი უნდა დასავლეთთან. 

განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც tvpirveli.ge უცვლელად გთავაზობთ: 

1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;

2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;

3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა “სახალხო პარლამენტის” საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა,

4. “სახალხო პარლამენტის” სამოქმედო გეგმის შემუშავება;

5. “სახალხო პარლამენტის” დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება.