მნიშვნელოვანია, EU-ში მტკიცედ განაცხადონ, რომ მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს - ოპოზიცია

18.11.24 11:51
მნიშვნელოვანია, EU-ში მტკიცედ განაცხადონ, რომ მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს - ოპოზიცია

საქართველოს საკითხი ევროკავშირში - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დღეს მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მტკიცედ განაცხადოს, რომ მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს.

მათივე თქმით, “კიდევ ერთხელ დაფიქსირებული მათი პოზიცია, ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმიდან, იქნება მხარდამჭერი აქტი  ქართველი ხალხისა.“

“არჩევნების შეფასების არ აღიარება, არალეგიტიმურობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ჩამოშლის“, - ამბობენ ისინი.

საარჩევნო სპეცოპერაციის გზით, ჩვენ ჩაგვიკეტეს ევროკავშირში გაწევრიანების გზა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროკავშირმა მტკიცედ განაცხადოს, რომ მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და ჩვენ სწორად ამ მიზნით შესაბამისი გზავნილიც გავუგზავნეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სადაც განვუმარტეთ, როგორ შეიძლება ერთის მხრივ ზეწოლის განხორციელება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე და მეორეს მხრივ ქართველი ხალის და მათი ევროპული და დემოკრატიული მომავალის გადასარჩენათ მხარდაჭერა“, - ამბობს სალომე სამადაშვილი

ბრიუსელში იმყოფება “ერთიანობა-ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა, რომელიც სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს შეხვდება.

ვიმყოფები ბრიუსელში, რათა შევხდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს,რომლებიც სულ რამდენიმე საათში შეიკრიბებიან იმისთვის, რომ იმსჯელონ საქართველოზე მიტაცებული არჩევნების შემდეგ,  როგორ აგრძელებს ევროკავშირი ურთიერთობას საქართველოსთნ. ჩვენი მიზანია, რომ ეს არ აღიარების პოლიტიკა შევინარჩუნოთ ერთი, მაგრამ ასევე მივიღოთ საერთაშორისო ერვოკავშირის ეგითიდ ფორმულებული საერთაშორისო გამოძიების მისია, რომელიც შეისწავლის გაყალბების მაშტაბებს“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ “რაც უფრო დრო გავა, უფრო დიდი წნეხი იქნება ივანიშვილის რეჟიმზე გარედან“.

 ნებისმიერი კიდევ ერთხელ დაფიქსირებული მათი პოზიცია ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმიდან იქნება მხარდამჭერი აქტი  ქართველი ხალხისა. დაწრმუნებული ვარ არა მარტო მე, რაც უფრო დრო გავა სულ უფრო და უფრო დიდი წნეხი იქნება ივანიშვილის რეჟიმზე ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, რომ ჩატარდეს ქვეყანაში ახალი არჩევნები, ობიექტურ გარემოში“, - ამბობს ნიკა მელია.                    

"ერთიანობა ნაციოანლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი “დღეს არჩევნების შეფასების არ აღიარება იქნება“.

ყველაზე მნიშვნელვანი ეს იქნება არჩევნების შეფასების არ აღიარება, არალეგიტიმურობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების, რაც არის ერთ - ერთ ქვაკუთხედი ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლის, და ზოგადად, საერთაშორისო გამოძიება, რომელზეც არაერთხელ ჩვენი პატრტიორები საუბრობდნენ, ამიტომ დღევანდელი დღე ნამდვილად გადამწყვეტია და ამ პროტესტს აქვს დიდი მნიშვნელობა“, -ამბობს ხატია დეკანოიძე.  

26 ოქტომბრის არჩევნები და საქართველოში არსებული ვითარება - საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებს.

საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.