“არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და მათ პარლამენტში შესვლის უფლებაც არ უნდა მივცეთ“ - ბაია პატარაია
დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - ევროპული მომავლის მცველებმა მთელი ღამე ქუჩაში გაათენეს.
აქციაზე იმყოფება ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაიაც, რომელიც მიიჩნევს, რომ “ღამის თევა ძალიან კარგია და კიდევ ბევრი სხვადასხვა პროტესტის ფორმა უნდა იყოს გამოყენებული“.
“არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და პარლამენტში შესვლის უფლებაც არ უნდა მივცეთ“, -ამბობს ის.
ტოტალურად გაყალბებული არჩევნები არ შეიძლება, რომ ოლიგარქს შერჩეს. ერთხელ ეს თუ გაუვიდა, საერთოდ არასდროს გვექნება არჩევნები და დამთავრდება ყველანაირი დემოკრატია ამ ქვეყანაში. არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და პარლამენტში შესვლის უფლებაც არ უნდა მივცეთ. ძალიან კარგია ეს აქცია, ვფიქრობ, რომ ბევრი სხვადასხვა პროტესტის ფორმა უნდა იყოს გამოყენებული“,- ამბობს ბაია პატარაია.
ბაია პატარაია თანამშრომლებს მოუწოდებს, მუშაობა აქციიდან გააგრძელონ, რადგან, მისი თქმით აქციაზე ყოფნა სამშობლოსთვის მნიშვნელოვანია.