“7 საათზე გავაკეთებთ განცხადებას, რას ვაპირებთ“ - ვაშაძე საზოგადოებას თსუ-თან შეკრებისკენ მოუწოდებს
პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, სამომავლო გეგმების შესახებ, დღეს საღამოს 19:00 საათზე გახდება ცნობილი.
სწორედ, 19:00 საათზე იტყვის ოპოზიცია, სად გაგრძელდება პროტესტი გაყაბებული არჩევნების წინააღმდეგ.
როგორც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ახლა მთავარია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს აქციაზე, რათა შემდეგი ნაბიჯები დაიგეგმოს.
ვთხოვთ საზოგადოებას, ყველანი შევიკრიბოთ აქ, უნივერსიტეტთან, სადაც შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. 7 საათზე, გთხოვთ, რაც შეიძლება ბევრნი მოვიდეთ ამ ადგილზე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე დავილაპარაკით“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქცია, რომელიც გუშინ, 20:00 საათზე დაიწყო, კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა ღამე თსუ-ის პირველ კორპუსთან გაათენეს.