მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა, იყავი ძლიერი უკრაინა! - ნაუსედა ბაიდენის გადაწყვეტილებაზე
მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა - ასე აფასებს ლიეტუას პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებას. გიტანას ნაუსედა უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მშვიდობა მხოლოდ ძლიერთა ჯილდოა.
ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას. ეს არის გადამწყვეტი მომენტი აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში. მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა, მშვიდობა ძლიერთა ჯილდოა, იყავი ძლიერი, უკრაინა!, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
The New York Times - ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. გამოცემა ოფიციალურ პირებს ეყრდნობა. The New York Times-ის ცნობით, გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით. ამასთან, კიდევ ერთი გავლენიანი გამოცამა როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.