შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

18.11.24 14:05
შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების საკითხი დღის წესრიგშია.

ლუმინიტა ოდობესკუ მიიჩნევს, რომ “ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით, საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია.“

შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, ამავდროულად, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება“, - განაცხადა ლუმინიტა ოდობესკუმ.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.