ევროკავშირი ყოველთვის არის თავისუფლების მხარეს და ამიტომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
“ევროკავშირი ყოველთვის არის თავისუფლების მხარეს და ამიტომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, “საქართველოში არა მხოლოდ არჩევნების პრობლემაა, არამედ უფრო ფართო დემოკრატიულ უკუსვლას აქვს ადგილი.“
“ამ ვითარებაში ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა“, - განაცხადა მან.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ სერიოზული ბრალდებებით, რომლებიც ისმის არჩევნებთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ეუთო ყურადღებით მუშაობს თავის დასკვნაზე და ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მართლაც დეტალურად იქნას გაანალიზებული ყველა არსებული მონაცემი. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არა მხოლოდ არჩევნების პრობლემაა, არამედ უფრო ფართო დემოკრატიულ უკუსვლას აქვს ადგილი და ამ ვითარებაში ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა", - განაცხადა ვალტონენიმ.