“უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ძონძები გავუშვათ ხელისუფლებიდან“ - ალეკო ელისაშვილი
ვიცი, გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ არ ვართ ჯაბანი და ბეჩავი ხალხი, ამათ თავზე არ დავისვამთ და არ შევეგუებით იმას, რომ არჩევნები გააუქმეს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს„ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტს განუცხადა.
ელისაშვილი აცხადებს, რომ ახლა ქუჩაში დგომა ბრძოლის მთავარი იარაღია და უნდა იბრძოლონ მაქსიმალურად.
“უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ძონძები გავუშვათ ხელისუფლებიდან“- ამბობს ელისაშვილი.
არ შევეგუებით იმას, რომ რუსეთად გვაფორმებენ, აგერ უკვე ღიად დადიან რუსული ნომრებით, უტიფრები არიან. არ შევეგუებით, ვიბრძოლებთ მაქსიმალურად. ქუჩაში დგომაა ჩვენი იარაღი და ვიდგეთ, რატომაც არა. პარლამენტში არ დავბადებულვართ არცერთი, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ მტკიცედ შეუპოვრად იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ. გამოძიება ჩავატაროთ საერთაშორისო, ახალი პატიოსანი არჩევნები ოდესმე ჩავატაროთ და ეს ძონძები გავუშვათ ხელისუფლებიდან. სიაფანდობა კი არ არის კონსტიტუციაში რომ წერია, ხალხია ხელისუფლება სინამდვილეში, წყარო ხელისუფლების არის ხალხი. აქ ვართ ხალხი და ჩვენ ვართ გამარჯვებული“, - განაცხადა ელისაშვილმა.