შეხვედრების სერია პრეზიდენტთან - სალომე ზურაბიშვილთან ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია მივიდნენ

18.11.24 17:02
შეხვედრების სერია პრეზიდენტთან - სალომე ზურაბიშვილთან ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია მივიდნენ

საქართველოს პრეზიდენტთან  ოპოზიციის კონსულტაციები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ ათონელის სასახლეში კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერები, ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია მივიდნენ.

გვარამია-ხოშტარიასთან შეხვედრამდე პრეზიდენტი კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერებს შეხვდა. 

როგორც მამუკა ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტთან „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეა განიხილეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში პროტესტის გარდა, შეიქმნას სივრცე, სადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. 

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილს "ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობი" ლიდერები შეხვდებიან.