EU მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, თუმცა შეშფოთებულია მთავრობის ქმედებებით - ევროკავშირის საბჭო

18.11.24 17:06
EU მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, თუმცა შეშფოთებულია მთავრობის ქმედებებით - ევროკავშირის საბჭო

ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო სოციალურ ქსელში წერს და შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ქმედებებზე.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.

საქართველო საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია.

ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ის სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს", - წერს ევროკავშირის საბჭო.

ასევე ნახეთ ევროკავშირში გაკეტებული განცხადებები: