“ოცნება“ და ივანიშვილი ხალხს ხელისუფლებას ვერასდროს მოჰპარავს - დავით გამყრელიძე

18.11.24 17:33
“ოცნება“ და ივანიშვილი ხალხს ხელისუფლებას ვერასდროს მოჰპარავს - დავით გამყრელიძე

დაუმორჩილებლობის აქციას სახელმწიფო უნივერისტეტთან - ოპოზიცია 19:00 საათზე სამოქმედო გეგმასა და სამომავლო ნაბიჯებს გააჟღერებს.

ისინი საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ პროტესტის, შეურიგებლობის და დაუმორჩილებლობის მუხტი მუდმივად უნდა არსებობდეს.

“ხელისუფლებას არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ ვინმე დანებდა და შეურიგდა ამ გაყალბებას“- ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით გამყრელიძე.

მისივე თქმით,  “ოცნება“ და ივანიშვილი ხალხს ხელისუფლებას ვერასდროს მოჰპარავს.“

მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის, შეურიგებლობის და დაუმორჩილებლობის მუხტი მუდმივად არსებობდეს. არ უნდა გაუჩნდეს ილუზია ხელისუფლებას, რომ ვინმე დანებდა და შეურიგდა ამ გაყალბებას და მოპარვას ძალაუფლების. ხალხს ვერასდროს მოჰპარავს „ოცნება“ და ივანიშვილი ხელისუფლებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.