პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგს 20:00 საათზე გამართავს

18.11.24 18:20
პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგს 20:00 საათზე გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებისთვის ემზადება - სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს 20:00 საათზე ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გამართავს. 

ინფორმაცია მედიას პრეზიდენტის პრესსამსახურმა მიაწოდა. 

ბრიფინგის დაანონსებამდე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

პრეზიდენტთან აუდიენცია კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის"  „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ცალ-ცალკე გამართეს. 

ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, შეხვდა თუ არა  პრეზიდენტი „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებს.