ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია - EU საქართველოში "ტექნიკურ მისიას" აგზავნის

18.11.24 18:53
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია - EU საქართველოში "ტექნიკურ მისიას" აგზავნის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია - როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა. 

ჟურნალისტის ინფორმაციით, "ტექნიკური მისიის" შემადგენლობაში EEAS-ის [ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური] და ევროკომისიის წევრები შევლენ.

ამასთან, იოზვიაკის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი.  ქვეყანაში გაემგზავრება EEAS/ევროკავშირის კომისიის ოფიციალური პირების "ტექნიკური მისია".  ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის". - წერს იოზვიაკი. 

ცნობილია, რომ მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალურად საგანგებო ბრიფინგზე ჯოზეფ ბორელი რამდენიმე საათში გააჟღერებს.

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. 

ასევე ნახეთ ევროკავშირში გაკეტებული განცხადებები: