ჩრდილოვანი მილიარდერი და ქართველი ხალხის პროტესტი - Associated Press საქართველოზე წერს

18.11.24 19:30
ჩრდილოვანი მილიარდერი და ქართველი ხალხის პროტესტი - Associated Press საქართველოზე წერს

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღა საერთაშორისო მედიის ყურადღების მთავარი ობიექტია - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლასა და ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტზე ამერიკული გამოცემა, Associated Press წერს

საინფორმაციო გამოცემა სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოსული ადამიანები "ქართულ ოცნებას" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვენ. 

ამასთან, Associated Press-ის სტატიაში ბიძინა ივანიშვილი "ჩრდილოვან მილიარდერად" არის მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საკუთარი ქონება რუსეთში დააგროვა. 

კრიტიკოსები "ქართულ ოცნებას", რომელიც დააფუძნა ჩრდილოვანმა მილიარდერმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში დააგროვა, ავტორიტარიზმისკენ და მოსკოვისკენ მიდრეკილებაში ადანაშაულებენ. მმართველმა პარტიამ ცოტახნის წინ მიიღო ისეთი კანონები, რომლებიც კრემლის მსგავსია და რომლებიც სიტყვის თავისუფლებასა და ლგბტ თემის უფლებებს ლახავს", - წერია სტატიაში.