უახლესი ცნობები მინისტრების გადაწყვეტილებაზე - EU ქვეყანაში "ტექნიკურ მისიას" აგზავნის
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულებულია. ევროკავშირი საქართველოში "ტექნიკურ მისიას" აგზავნის. თუმცა უფრო მეტს ერთ საათში უმაღლესი ევროკომისარი იტყვის.
მანამდე კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი "ქართული ოცნებისთვის" ფინანსური სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. 100 მილიონ ევროზე მეტს მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოება მიიღებს, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსს იცავს.
საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთავარი თემაა. ყველა მინისტრმა, ვინც კი საქართველოს შესახებ ილაპარაკა, თქვა, რომ არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე. მეტიც, არც ერთი მათგანი არ აღიარებს იმ შედეგებს, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადო.
თითქმის არ დარჩენილა ერთი მინისტრიც კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნა არ დააყენა. ლიეტუვა, ლატვიაა, ფინეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი - ყველა ქვეყნის პირველი დიპლომატი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან თანხმდებიან, რომ არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო.
დემოკრატიულ უკუსვლას გაყალბებული არჩევნებიც დაემატა, ამიტომ ბრიუსელში ყველა შესაძლო ზომას განიხილავენ, რათა "ქართულ ოცნებას" სათანადო პასუხი გასცენ. დახურულ ხარს მიღმა გამართულ საგანგებო დებატებზე მინისტრები ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე, ფინანსურ სანქციებსა და ინდივიდუალურ სანქციებზე მსჯელობენ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ასეთი მსჯელობა უკვე დასტურია იმისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დიდი დროით გაჩერდა.