სკანდალური მხილება: ივანიშვილი მზად არის, კობახიძე და მისი მთავრობა გადააყენოს

18.11.24 20:55
სკანდალური მხილება: ივანიშვილი მზად არის, კობახიძე და მისი მთავრობა გადააყენოს

არაფორმალური გარიგება კოალიცია "ცვლილებებს" ბიძინა ივანიშვილმა შუამავლის საშუალებით შესთავაზა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მზად არის, რომ კობახიძე პრემიერი აღარ იყოს და მთავრობის არსებულ შემადგენლობასაც შეელიოს, თუ პარლამენტში ოპოზიცია შევა და ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს.

სკანდალური მხილება ბიძინა ივანიშვილს ნიკა გვარამიამ მოუწყო, რომელმაც დღემდე უთქმელი ამბავი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში მოყვა. ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ივანიშვილი მზად არის გაწიროს ყველა, ვინც მის გუნდშია.

ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებით კობახიძე გაიწირებოდა თუ ოთხივე ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლას დათანხმდებოდა. ვინ უნდა ყოფილიყო ოპოზიციისთვის მისაღებული პრემიერი, რომლის დანიშვნასაც ივანიშვილის დათანხმდებოდა, "ტვ პირველის" ეს კითხვა ნიკა გვარამიამ დღეს უპასუხოდ დატოვა. 

ამ სკანდალური განცხადების შემდეგ კობახიძე მედიის წინ მთავრობის სხდომაზე გამოჩნდა. პრემიერმა შესავალი სიტყვა ოპოზიციის ლანძღვით გახსნა და თქვა, რომ მისი მიზანი ოპონენტების დასუსტებაა. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.