როგორ გაგრძელდება საპროტესტო აქციები - რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას
ჭავჭავაძის გამზირზე გამართული 24-საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, ქართული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია.
როგორც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სტრატეგია საპროტესტო აქციების პერმანენტულ რეჟიმში გამართვაა იქამდე, მანამ ქართველი ხალხი გამარჯვებას არ მიაღწევს.
"ჩვენ ამ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება" - თქვა ნიკა მელიამ და იქვე აღნიშნა, რომ პროტესტის კერა არა მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირი, არამედ თბილისის სხვა ქუჩებიც უნდა გახდეს.
ჩვენ გვაერთიანებს ძალა, რომელიც ბრაზიდან გადაიზარდა დიდ მოტივაციაში. ჩვენ შევთანხმდით მომავალზე, სადაც სახელმწიფოს ბედს საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს და არა ოლიგარქი და მისი კლანი. ჩვენ ამ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი პროტესტით იყოს მოცული. ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს. დღეს ვრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ ახლა, მაგრამ კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული. შესაძლებელია, რიგი მათგანი სპონტანურად და ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგაყენებთ", - ამბობს ნიკა მელია.