პრეზიდენტი: ქვეყანას ემუქრება საფრთხეები, ერთ-ერთი არის დესტაბილიზაცია
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ერთ-ერთი საფრთხე რაც ქვეყანას ემუქრება, ეს დესტაბილიზაცია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დესტაბილიზაცია შესაძლოა მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას.
ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი კარს მოგვადგა - აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა და დასძინა, რომ საზოგადოებას ღრმა და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა შესთავაზონ.
ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში, ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები - დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც ხელს უწყობს აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას, შესაძლოა მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია. ამგვარი საფრთხე იქმნება, როცა ხელისუფლება პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად, ირჩევს იზოლაციას, რაცა ხასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას.
ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც კარზე გვიდგას, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მე არ მაქვს უფლება, ეს დავუშვა, ამას ვერ და არ დავუშვებ. გამოსვლის გზა უნდა მოვძებნოთ ერთად და შევთავაზოთ საზოგადოებას. შევთავაზე პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.