ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მოწოდებები მოვისმინე - ბოკუჩავა

18.11.24 21:45
ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მოწოდებები მოვისმინე - ბოკუჩავა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა "ტვ პირველის" ეთერში იმ გზავნილების შესახებ საუბრობს, რომელიც ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე გაჟღერდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. თინა ბოკუჩავა განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა. 

"სრული ერთსულოვნება არსებობდა, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი" - ამბობს "ერთიანობის" წარმომადგენელი. 

ევროპარლამენტში იყო ძალიან მწვავე დებატები საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ მოვისმინე მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მათ შორის ივანიშვილის დასანქცირება. სრული ერთსულოვნება იყო, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი და რომ ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად ამ არჩევნებს არ ექნება აღიარება და ლეგიტიმაცია", ამბობს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერსსაქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა. 

ასევე ნახეთ ევროკავშირში გაკეტებული განცხადებები: