"ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყანა ევროპულ გზას დააშორეს - ბორელი
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა - მრავალსაათიანი აუდიენციის შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყანა ევროპულ გზას დააშორეს.
ჯოზეფ ბორელის შეფასებით, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ივანიშვილის გუნდის ხელში ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა.
საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ამჟამინდელი მთავრობის ხელში ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა. "ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყანა ევროპულ გზას დააშორეს, დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და ქვეყანა აღარ დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გვინდა, რომ იგი დაბუნდეს ევროპის გზას", - განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა.