ბორელი: საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა

18.11.24 22:21
ბორელი: საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა

"საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა" - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ჯოზეფ ბორელმა მედიასთან საუბრის დროს ივანიშვილის გუნდი ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა და პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებმა საქართველო ევროპულ კურსს დააშორეს. 

საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ამჟამინდელი მთავრობის ხელში ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა. "ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყანა ევროპულ გზას დააშორეს, დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და ქვეყანა აღარ დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გვინდა, რომ იგი დაბუნდეს ევროპის გზას", - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერსსაქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა. 

ასევე ნახეთ ევროკავშირში გაკეტებული განცხადებები: