ბორელი: "არჩევნების გამოძიება უნდა მოხდეს - საქართველოში მისიას გავაგზავნით"

18.11.24 22:43
ბორელი: "არჩევნების გამოძიება უნდა მოხდეს - საქართველოში მისიას გავაგზავნით"

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას ითხოვს.

როგორც მან ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, EU საქართველოში სპეციალურ მისიას გამოაგზავნის და ცდომილებებს განიხილავს

ამასთან, ჯოზეფ ბორელი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ "სერიოზული ცვლილებები განახორციელოს".

ჩვენ გავგზავნით საქართველოში მისიას. ჩვენ განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნების გამოძიება უნდა მოხდეს. ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სერიოზული ცვლილებები და ეს კონკრეტულ ქმედებებში უნდა გამოიხატოს", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.

ასევე ნახეთ ევროკავშირში გაკეტებული განცხადებები: