EU-ის კარი ღია რჩება, მაგრამ ხელისუფლების კურსი საქართველოს ინტეგრაციის გზიდან აშორებს - ბორელი

18.11.24 22:52
EU-ის კარი ღია რჩება, მაგრამ ხელისუფლების კურსი საქართველოს ინტეგრაციის გზიდან აშორებს - ბორელი

ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ქართველ ხალხს მიმართა.

ტრიბუნიდან ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ "ქართული ოცნების" კურსი ქვეყანას EU-ში ინტეგრაციის გზას აშორებს

ქართველ ხალხს მინდა გავუმეორო ის, რაც შარშან ვთქვი საქართველოში ვიზიტის დროს: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი, როცა საქმე კანონის უზენაესობის პატივისცემასა და ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს", - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU "ტექნიკურ მისიას" გამოაგზავნის.

ასევე ნახეთ ევროკავშირში გაკეტებული განცხადებები: