ტექნიკური მისიის მიზანია, გაანალიზდეს სიტუაცია ადგილზე, თუ რა მოხდა არჩევნებზე - ბორელი

18.11.24 22:59
ტექნიკური მისიის მიზანია, გაანალიზდეს სიტუაცია ადგილზე, თუ რა მოხდა არჩევნებზე - ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ტექნიკური მისიის მიზანს განმარტავს, რომელსაც EU საქართველოში გამოაგზავნის. 

ჯოზეფ ბორელის ცნობით, ტექნიკური მისია შეისწავლის თითოეულ მტკიცებულებას და კარგად გაანალიზებს, თუ რა მოხდა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. 

ამასთან, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბორელმა თქვა, რომ "არჩევნების შედეგებმა ძალიან დიდი შეშფოთება წარმოქმნა ევროპაში უკუსვლის გამო".

ეს იქნება ტექნიკური მისია და ტექნიკური მისიის მიზანი გახლავთ გაანალიზდეს სიტუაცია ადგილზე, რა მოხდა არჩევნებზე და ეს ინფორმაცია უნდა იყოს თანმიმდევრული და არჩევნებს თვითონ პრეზიდენტი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და აპროტესტებს და რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებმა ძალიან დიდი შეშფოთება წარმოქმნა ევროპაში უკუსვლის გამო. სიტუაცია უნდა შემოწმდეს, გაანალიზდეს და ამაზე იქნება აგებული ტექნიკური მისია"- თქვა ბორელმა.

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.

ასევე ნახეთ ევროკავშირში გაკეტებული განცხადებები: