"საქართველოს EU-ში წევრობა მხოლოდ ქვეყნის "დებიძინიზაციის" შემდეგ არის შესაძლებელი" - იუკნევიჩიენე
"საქართველოს ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის "დებიძინიზაციის" შემდეგ არის შესაძლებელი" - ამის შესახებ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას უნდა გადაეხედოს.
"ივანიშვილისა და მისი ბანდის ქმედებების გამო ვეღარ გავამართლებთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას" - თქვა ევროპარლამენტარმა.
დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ დემოკრატიულ პროევროპულ ქართველ ხალხს, გავზრდით მხარდაჭერას, მაგრამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია. ის ასე დარჩება. აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მომავალზე მანიპულირებისთვის გამოიყენა. ამიერიდან ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს როგორც ქართულ საზოგადოებასთან, ასევე „ქართულ ოცნებასთან“. ევროკავშირის წევრობა ავტორიტარიზმთან შეუთავსებელია. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვა, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ შემდეგ არის შესაძლებელი. უნდა გადავხედოთ, რჩება თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის უფლების შესაფერისად. ჩვენ ვეღარ გავამართლებთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილისა და მისი ბანდის ქმედებების გამო", - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ. (IPN)
ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.