"საქართველოს არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია" - მაკალისტერი

19.11.24 00:32
"საქართველოს არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია" - მაკალისტერი

"26 ოქტომბრის არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია" - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დევიდ მაკალისტერის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რიგი დარღვევები აღმოაჩინა.

"კანდიდატი ქვეყნისთვის ასეთი შეფასება ძალიან დამაზიანებელია" - ამბობს მაკალისტერი. 

26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია. ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნა და ჩვენმა წევრებმა მთელი რიგი ხარვეზების შესახებ ისაუბრეს, მათ შორისაა ხმის მიცემის ფარულობის ნაკლოვანება, ამომრჩეველთა დაშინება და ზეწოლა... ასეთი შეფასება კანდიდატი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია და მნიშვნელოვან შეკითხვებს აჩენს. რა იქნება ამის შემდეგ საქართველოსთვის და რა არის მისი მომავალი ევროინტეგრაციის გზასა და ჩვენს ურთიერთობებზე?... კანდიდატი ქვეყნისთვის ასეთი შეფასება ძალიან დამაზიანებელია", - განაცხადა მაკალისტერმა.

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.

ასევე ნახეთ ევროკავშირში გაკეტებული განცხადებები: